შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, დევიდ პეტრეუსს კონგრესის კომიტეტის მოსმენაზე მოუწევს გამოსვლა. ხვალ, პეტრეუსს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი ამა წლის 11 სექტემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის შესახებ მოუსმენს.
როგორც ცნობილია, აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმის დროს ოთხი ამერიკელი, მათ შორის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი დაიღუპა. დევიდ პეტრეუსმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მისი და მისი ბიოგრაფის სასიყვარულო კავშირი გამოავლინა.