აშშ-ის კონგრესს 2019 წლის 30 იანვარს წარედგინა რეზოლუცია, რომელიც გმობს სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.
რეზოლუციის სპონსორია კონგრესმენი ფრენსის რუნი (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს ორი თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.
რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ოკუპირებას.
„საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად ევრაზიის რეგიონში“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
Facebook Forum