ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ფინანსური დახმარების პაკეტი კვლავ ვერ მტკიცდება


900 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი, რომელიც კოვიდ-19-ით დაზარალებული ბიზნესებისა და მოქალაქეების დასახმარებლადაა განკუთვნილი, სენატმა კვლავ არ დაამტკიცა. ხუთშაბათს სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელი სენატორები არ დაუჭერენ მხარს პაკეტის ნაწილს - 160 მილიარდი დოლარის ხარჯებს, რომლებიც შტატისა და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაა გამოყოფილი და რომელიც შესაძლო კომპრომისის საგნად მიიჩნეოდა.

მაკკონელის წარმომადგენლებმა მომლაპარაკებლებს უთხრეს, რომ რესპუბლიკელი ლიდერები ვერ ხედავენ ამ პაკეტის დამტკიცების გზებს, თუკი არ დამტკიცდება დამცავი მექანიზმები იმ კოპმანიებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კოვიდ-19-თან დაკავშირებული სარჩელების საფრთხის წინაშე არიან. რესპუბლიკელები დემოკრატების მიერ მოთხოვილი შტატისა და ადგილობრივი დაფინანსების სანაცვლოდ, ერთერთ საკითხად, სწორედ ამ გარანტიებს ითხოვენ.

სენატის უმრავლესობის დემოკრატი ლიდერი ამბობს, რომ ფინანსური დახმარების პაკეტი უფრო მიზნობრივი და კონკრეტული უნდა იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG