ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომში დროებით მშვიდობას მოელიან


ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და ჩინეთი იანვრის დასაწყისში სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის ხელმოწერას მიუახლოვდნენ. ამ ნაბიჯის გადადგმით ვაშინგტონი ჩინურ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს ან სულ ცოტა, დროებით შეარბილებს შიშს, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომი გამწვავდება.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ საშინაო ეკონომიკური გამოწვევები, მათ შორის, ლიკვიდურობის მერყეობა, უმუშევრობის მზარდი დონე და ორი ეკონომიკის განცალკევების იდეა ის მიზეზებია, რის გამოც ჩინეთის მთავრობა მის ამერიკელ პარტნიორთან შედარებით, უფრო მეტ დათმობებზე წავიდა.

თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, მინი შეთანხმება ამერიკა-ჩინეთის ტექნოლოგიური ომის შესაჩერებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებს, რადგან სავაჭრო უთანხმოების მთავარი საგანი სწორედ ეს არის.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ნამდვილი დაძაბულობა, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ნამდვილი დრამა, ტექნოლოგიურ სექტორში ვითარდება და ამ სექტორში, იქნება ეს “ჰუავეი”, “ზი-თი-ი", ინტელექტუალური საკუთრება, თუ ამის მსგავსი ნებისმიერი რამ, არაფერი შეცვლილა.

ექსპერტები ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი, რომ მინი შეთანხმება ვაშინგტონის 300 მილიარდიან წლიურ სავაჭრო დეფიციტს შეამცირებს, ან ჩინეთის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების მაგივრობას გასწევს.

XS
SM
MD
LG