ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლორადოს და მინესოტას კოკუსები


კოლორადოს და მინესოტას კოკუსები
კოლორადოს და მინესოტას კოკუსები

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი იმედოვნებს, რომ დღეს მინესოტას და კოლორადოს შტატებში დაგეგმილ რესპუბლიკურ კოკუსებში გამარჯვებას მოიპოვებს. მართალია, კოლორადოს შტატში რომნი ლიდერობს, თუმცა მინესოტაში ჩატარებული წინასწარი გამოკითხვებით, აქ ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი იკავებს წამყვან ადგილს. რაც შეეხება ერთ დროს მიტ რომნის მთავარ კონკურენტს, წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს, მიუხედავად იმისა, რომ მან კოლორადოში შთამბეჭდავი წინასაარჩევნო კამპანია გამართა, ამ შტატში მისი წარმატება ეჭვის ქვეშ დგას. 2008 წელს, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო მარათონის დროს, მინესოტაში და კოლორადოში გამარჯვება მიტ რომნიმ მოიპოვა.

XS
SM
MD
LG