ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მთავრობის შესაძლო დახურვის გადამწყვეტი ფაქტორი


აშშ მთავრობის შესაძლო დახურვის გადამწყვეტი ფაქტორი
აშშ მთავრობის შესაძლო დახურვის გადამწყვეტი ფაქტორი

„ჩაის სმის მოძრაობა“ დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორთა შორის ურთიერთობას მნიშვნელოვნად ართულებს. უკიდურესად კონსერვატიული მიმდინარეობა რესპუბლიკელებისგან ბიუჯეტის შემცირების შესახებ მიცემული დაპირების შესრულებას მოითხოვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის მთავრობის ხარჯების შემცირება და ვაშინგტონში ფედერალური მთავრობის შეკვეცაა.

კაპიტოლიუმთან ახლახან გამართულ აქციაზე „ჩაის სმის მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ შეახსენა რესპუბლიკელებს აღნიშნული დაპირება. მართალია, მან ამჯერად საპროტესტო აქციაზე ისეთი დიდი რაოდენობით ხალხი ვერ გამოიყვანა, როგორც წინა თვეებში, მაგრამ მათი გზავნილი ისევ ისე მკვეთრი და მძაფრი იყო - არავითარი კომპრომისი პრეზიდენტი ობამას და დემოკრატიული პარტიის საბიუჯეტო პროგრამის საკითხებზე. სწორედ წარსულის კომპრომისებმა მოგვიყვანა აქამდე. ამის უფლება აღარ გვაქვს. გაბანკროტებულები ვართ, ამერიკა წელშია გატეხილი -ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი - ბრუქ სთორი.

„ჩაის სმის მოძრაობამ“ დიდი როლი ითამაშა კონგრესის შარშანდელ შუალედურ არჩევნებში. რესპუბლიკელი კონგრესმენები მათ სთხოვენ იმავე ტემპით გააგრძელონ მუშაობა და არ შეანელონ წნეხი საბიუჯეტო საკითხებზე. რესპუბლიკელი სენატორი, მიშელ ბაკმანი, თვლის, რომ მოძრაობამ პრაქტიკულად რესპუბლიკელების შარშანდელი გამარჯვება უზრუნველყო

თქვენ არაჩვეულებრივი ხალხი ხართ. სწორედ ამიტომ ეშინიათ თქვენი. თქვენ ძლიერები ხართ და სწორი პოზიცია გაქვთ. დარჩით ასეთივე შეუპოვრები. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“ - მიმართა აქციონერებს ქალბატონმა ბაკმანმა.

დათმობების ხასიათზე „ჩაის სმის მოძრაობა“ არასოდეს არის. მაგრამ ამის უფლება ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს, აცხადებს პრეზიდენტი ობამა. კომპრომისს უნდა მივაღწიოთ და რაც შეიძლება მალე, ამბობს ის:

მაშინ, როცა ეკონომიკამ შესამჩნევი ზრდა დაიწყო, როცა უმუშევრობა ბოლოს და ბოლოს შეჩერდა და შემცირებასაც კი იწყებს, ყველაზე ნაკლებად ახლა მთავრობის დახურვით გამოწვეული პრობლემები გვჭირდება “.

ამერიკის მოსახლეობა საკმაოდ გულგრილია მთავრობის დახურვის საკითხის მიმართ. საზოგადოებრივი გამოკითხვებითაც გაურკვეველია, თუ რომელ პარტიას აბრალებენ ისინი შესაძლო დახურვის ფაქტს. უბრალო ქუჩის ინტერვიუებშიც კი ნათლად სჩანს, რომ ჩვეულებრივი ამერიკელი მას საკუთარ პრობლემად არ მიიჩნევს.

-ისინი რაღაც თამაშს თამაშობენ, რომელსაც ვერავინ იგებს და ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვამდე თვითონაც ვერ მიდიან“, ამბობს ჩიკაგოს მოქალაქე. ფერმერი მონტი ვიპლი კი დასძენს: გეთანხმებით, ეს შეიძლება მოხდეს. თუმცა მაინც მგონია, რომ ვაშინგტონელი პოლიტიკოსები ერთობიან და ბოლო-ბოლო რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ“.

საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, „ჩაის სმის მოძრაობა“ უკან დახევას არ აპირებს. ისინი იმუქრებიან, რომ ისევ დაბრუნდებიან ვაშინგტონში და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, კონგრესზე ზეწოლას გააგრძელებენ.

XS
SM
MD
LG