ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრებენ


გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე, დღეს, წევრების, დაახლოებით, ნახევარი აპირებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილოს. ეს ქმედება, დიდი ალბათობით, განარისხებს ფხენიანს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გააპროტესტეს რუსეთმა და ჩინეთმა.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, დომინიკის რესპუბლიკამ და ესტონეთმა, საბჭოში, თავის კოლეგებს მისწერეს, რომ აპირებენ ჩრდილოეთ კორეაში "საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში" ისაუბრონ.

ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა, თავდაპირველად, ამ თემაზე გაეროს ადამიანის უფლებათა წარმომადგენლების საჯარო ბრიფინგი მოითხოვეს, მაგრამ დიპლომატების თქმით, რუსეთმა და ჩინეთმა, ეს მოთხოვნა გააპროტესტეს.

2014-2017 წლებში, უსაფრთხოების საბჭო ყოველწლიურად მართავდა საჯარო შეხვედრებს ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით.

გასულ წელს, საბჭოს, მინიმუმ, რვა წევრი მოითხოვდა შეხვედრაზე ჩრილოეთ კორეაში არსებული, ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ესაუბრათ. ამაზე კომენტარი ოფიციალურმა ფხენიანმაც გააკეთა და თქვა, რომ ამ ნაბიჯს ”სერიოზულ პროვოკაციად” მიიჩნევდა, რომელსაც ”მკაცრად უპასუხებდა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG