ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კვირას, აბუ-დაბიდან ფრენებზე კომპიუტერების კაბინაში ქონის შეზღუდვა მოხსნა.
გადაწყევტილება ქვეყნის მთავარი ავია-კომპანიის "ეტიჰადის" მიერ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირდება. ამერიკამ აკრძალვა ახლო აღმოსავლეთის 10 აეროპორტიდან ფრენებზე მარტში დააწესა ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნის.
აკრძალვა ჯერ კიდევ ვრცელდება იორდანიიდან, ქუვეითიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, მაროკოდან, ყატარიდან და დუბაიდან ამერიკაში განხორციელებულ პირდაპირ ფრენებზე.
Facebook Forum