ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში, ხანძრების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო


ხანძარი მძვინვარებს კალიფორნიაში. ჩრდილოეთ კალიფორნიაში, საკრამენტოში, ორი ყველაზე ხალხმრავალი დასახლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლმა გადაწვა სახლები და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

ხანძარი ორ ძირითად ლოკაციაზეა გავრცელებული, სადაც ერთგან 566 და მეორეგან 112502.609 ჰექტარ ტერიტორიას მოედო ცეცხლი.

სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ცეცხლმა გაანადგურა ერთ-ერთი პატარა ქალაქის ინფრასტრუქტურა. პლუმასის ოლქის ამ ქალაქში, 800 ადამიანი ცხოვრობს.

ხანძრის სრულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა, თუმცა, მეხანძრეები ამბობენ, რომ ამაღამ უფრო გრილ ამინდს ელოდებიან, რაც ცეცხლთან ბრძოლას გაცილებით გააიოლებს.

კიდევ ერთი დაზარალებული ტერიტორია ფლესიერის ოლქია, სადაც 2,000 ადამიანი ცხოვრობს. თვითმხილველების თქმით, მინიმუმ, 4 სახლი გადაიწვა ხანძრის შედეგად.

ხანძრის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფლესიერის ოლქში, მინიმუმ 2,400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ 4,200 ადამიანი კი ნევადის ოლქიდან გაიყვანეს.

ახლა, ამერიკაში, ე.წ სეზონის პიკია, განსაკუთრებულად ცხელი ამინდების გამო, ამერიკაში 12-ზე მეტ ადგილზეა გაჩენილი ხანძარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG