ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეა პანდემიაზე რეაგირების განსახილველად იკრიბება


მსოფლიოს 100-მდე ლიდერი და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი ხუთშაბათსა და პარასკევს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ორდღიან სპეციალურ ონლაინ-კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. განხილვის მთავარი თემა კოვიდ-19-ის პანდემიაზე გლობალური პასუხი და სტრატეგიებია.

ბრენდან ვარმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ სპეციალური სესიის მიზანი მრავალმხრივი სტრატეგიის შექმნაა. სესიაში მონაწილეობას მიიღებს გაერო, კერძო სექტორი და ვაქცინის შემმუშავებელი კომპანიები იმისათვის, რომ აღდგენის სტრატეგიები შეიმუშაონ.

"ასოშეითედ პრესის" ცნობებით, პარასკევს, სესიის მეორე და ბოლო დღეს, სამი ონლაინ პანელი გაიმართება - პანდემიაზე რეაგირება, ვაქცინასთან დაკავშირებული ახლანდელი პროგრესი და პანდემიის შემდგომი გლობალური ეკონომიკური აღდგენა.

მსოფლიოში კოვიდ-19-ითა და მასთან დაკავშირებული გართულებებით უკვე მილიონ-ნახევრამდე ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკაში ამ დრომდე ვირუსი თითქმის 14 მილიონამდე ადამიანს დაუფიქსირდა, გარდაცვლილია 274 ათასამდე ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG