ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"იუნისეფი": ბავშვების 94% გარეთ ნაპოვნი ნივთებით თამაშობს


გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში ბავშვები ყველაზე მეტად სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით თამაშობენ. მათი რაოდენობა პროცენტებში 94-ია. „იუნისეფის“ მონაცემებით, ბავშვების 64% მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით ერთობა, ხოლო 12 პროცენტი გამოიყენებს თვითნაკეთ სათამაშოებს გასართობად.

კვლევა საქართველოში 2018 -2019 წლებში ჩატარდა და მასში 14 000 ოჯახი მონაწილეობდა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვების 4% არასათანადო მეთვალყურეობის ქვეშ იყო დატოვებული კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე. არასათანადო მეთვალყურეობაში იგულისხმება მცირეწლოვანის მარტო ან 10 წლამდე ასაკის ბავშვთან ერტად სახლში დატოვება ერთი ან რამდენიმე საათის განმავლობაში.

საქართველოში ყველაზე მეტად პოპულარული საჯარო ბაღებია, სადაც ბავშვების 94% დადის, მხოლოდ 6 პროცენტი დადის კერძო ბაღში და 1% სხვა ტიპის საბავშვო ბაღებს მიმართავს.

კვლევის ერთ-ერთი პუნტის მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვების დიდ ნაწილს არ აქვს სათანადო წვდომა საბავშვო წიგნებზე. კერძოდ, გამოკითხული ბავშვების 44%-ს სახლში არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სიღარიბე, არასახარბიელო ჯანმთელობა, ძალადობისგან დაუცველობა და არასათანადო მოვლა კვლავ პრობლემატურ საკითხებად რჩება.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების მიხედვით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი.

„2011 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებმა გამოიწვია დისკუსია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ, რის შედეგადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2013-2015 წლებში მოხდა აღნიშნული პროგრამის გადასინჯვა.

რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის და ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის სიღრმისეულ შეფასებას“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

„იუნისეფის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2009-2017 წლებში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები ასეთია:

  • 2009 - 11.5%
  • 2011 – 9.4 %
  • 2013 – 6 %
  • 2015 – 2.5 %
  • 2017 – 6.8 %

Facebook Forum

XS
SM
MD
LG