ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ინფორმაციას ავრცელებს


გამტაცებელი რამდენიმე მძევალთან ერთად, სამეგრელოს ტერიტორიაზე გადაადგილდება, "საქართველოს ბანკის" შენობას კი სამართალდამცავები აკონტროლებენ. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა 43 მძევალის განთავისუფლება შეძლეს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე, ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები"- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG