ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიელ ლტოლვილებს ვეღარ დაეხმარება


დახმარების შეწყვეტა ლიბანის ლტოლვილთა ბანაკში დაძაბულობას შეიტანს

გაეროს განცხადებით, ლიბანში დაბანაკებულ 400,000 სირიელ ლტოლვილს მომავალ თვეს სურსათის დახმარება ვერ მიეწოდება, თუ ამისთვის სასწრაფო თანხები არ გამოიძებნა.

ფინანსური კრიზისის შედეგად გამოწვეული თანხების ნაკლებობა ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციებს 1,3 მილიონ სირიელ ლტოლვილის დახმარებაში, რომლებმაც მეზობელ ქვეყნებში შეაფარეს თავი.

მსოფლიო სურსათის პროგრამის პრესცენტრის ეტიენ ლებანდეს განცხადებით,
დახმარების შეწყვეტა ლიბანის ლტოლვილთა ბანაკში დაძაბულობას შეიტანს.
XS
SM
MD
LG