ინტერნეტში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვით ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ალ-ნუსრას ფრონტი ალ-ყაიდას შემადგენლობაში შედის.
განცხადების თანახმად, ეს დაჯგუფებები ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვიან. გასულ წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ალ-ნუსრას დაჯგუფება ტერორისტული ორგანიზაციების რიცხვში შეიყვანა.
ამ ორგანიზაციამ სირიაში თვითმკვლელების მიერ მოწყობილ რამდენიმე აფეთქებაზე აიღო პასუხისმგებლობა.
ამასობაში სირიის მთავრობამ უარყო გაეროს მოთხოვნა ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტების დაშვების თაობაზე, რომლებსაც ქიმიური იარღის გამოყენების ფაქტებზე უნდა დაეწყოთ გამოძიება.