სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო არმიის ნაწილები დამასკოს გარეუბნებში ამბოხებულთა პოზიციებს უტევენ. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით პრეზიდენტის ძალებმა ბარზეჰის რაიონი დაბომბეს, სადაც ამბოხებულები პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდნენ. „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, რამდენიმე ადამიანი ჭურვის ნამსხვრევით დაიღუპა. დამოუკიდებელი ჟურნალისტური წყაროებით აღნიშნული ინფორმაცია ვერ დასტურდება. იმ დროს, როდესაც ამბოხებულებმა რამდენიმე რაიონში შეძლებს კონტროლის დამყარება, პრეზიდენტ ასადის ძალები კვლავ ინარჩუნებენ დედაქალქს.
ბრძოლები სირიაში
ასადის ძალები ამბოხებულებს უტევენ