ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალის ექსტრემისტთა განცხადება


ისლამისტმა მეამბოხეებმა ჩრდილოეთ მალის ხელისუფლება ხელში ხუთი თვის წინ ჩაიგდეს

ჩრდილოეთ მალიში ალ ყაიდასთან დაკავშირებული მეამბოხეები აცხადებენ, რომ ისლამისტური კანონის დაცვის ნიშნად, ისინი სიკვდილისთვის მზად არიან.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს, ექსტრემისტული ჯგუფის პრესცენტრის წარმომადგენელმა ანსარ დაინმა კიდურების ამპუტაცია, ისტორიული ადგილების განადგურება და არაისლამისტური მუსიკის აკრძალვის წესები დაიცვა.

ისლამისტმა მეამბოხეებმა ჩრდილოეთ მალის ხელისუფლება ხელში ხუთი თვის წინ ჩაიგდეს. ძალაუფლების მოპოვების შემდეგ დაჯგუფებამ მალის მოსახლეობაზე კონტროლი ისლამისტური კანონების დამყარებით გადაწყვიტა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ჩრდილოეთ მალის სამხედრო დაჯგუფება ექსპტრემიზმსა და კრიმინალურ ქმედებებში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG