ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო მოუწოდებს ქვეყნებს კორონავირუსის ფონზე მენტალურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირდნენ


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ყურადღება მიაქციონ მოსახლეობის მენტალურ ჯანმრთელობას.

"ათწლეულების განმავლობაში უყურადღებობისა და ფსიქიატრიული მომსახურებებისადმი განუხორციელებელი ინვესტიციის შედეგად, COVID-19 პანდემია ახლა მძიმე ზეგავლენას ახდენს ოჯახებსა და თემებზე, სადაც დამატებითი ფსიქიკური სტრესი აქვთ", თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები. ასევე ისინი, ვისაც აქვს გარკვეული ისტორია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შექმნას სამყარო, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილას ექნება საშუალება, რომ ფსიქოლოგიური დახმარება ითხოვოს", დააამატა გუტერეშმა. " მე მოვუწოდებ მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებებს, სამედიცინო სფეროს ავტორიტეტებს და სხვებს, რომ სასწრაფოდ გაერთიანდენ და საკუთარი ძალისხმევა მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობისკენ."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG