გაეროს უშიშროების საბჭო, რუსეთისა და ჩინეთის ჩათვლით, გაერთიანდა ე.წ. არასავალდებულო დოკუმენტის დასამტკიცებლად, რომელიც სირიის მთავრობასა და ოპოზიციას სისხლისმღვრელი კონფლიქტის სასწრაფო შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა კოფი ანანის მისიას სირიაში, რომელმაც ბაშარ ასადის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის ექვს პუნქტიანი გეგმა შესთავაზა. იმ შემთხვევაში თუ სირიის მთავრობა უგულვებელყოფს ამ წინადადებას, უშიშროების საბჭო დაიმუქრა უფრო მკაცრი ზომების გატარებას. პოლიტიკური დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის გზების გახსნა ამ გეგმის ნაწილს წარმოადგენს.