გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის დინამიკა მცირე ოჯახების ტენდენციას აჩვენებს. ანგარიშში ეს პროცესი ქალების რეპროდუქციულ უფლებებს უკავშირდება და ასევე, ოჯახების უნარს საკუთარი სურვილით აირჩიონ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა. აქვე ნაჩვენებია, რომ განვითარებად ქვეყნებში, განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით, შობადობა უფრო მაღალია სწორედ ოჯახის დაგეგმვის მომსახურების, კონტრაცეპტივების და სექს-განათლების არქონის გამო.
ჟენევაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი მონიკა ფერო აცხადებს, რომ იქ, სადაც რეპროდუქციული უფლებები შეზღუდულია რესურსების ან მთავრობის მანდატის გამო, ადამიანებს შეზღუდული უნარი აქვთ დაგეგმონ ოჯახის მოცულობა.
ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,5 მილიარდით გაიზრდება და 10 მილიარდს მიაღწევს. ფეროს თქმით, ამ ზრდის ნახევარზე მეტი აფრიკის სუბ-საჰარის ქვეყნებზე მოდის.
გაეროს ახალი ანგარიში ადვოკატირებს კაცის დამოკიდებულების ცვლილებასაც ქალის არჩევანთან დაკავშირებით იმაზე, თუ როდის და რამდენი შვილი იყოლიოს.
Facebook Forum