ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს


ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მხარეებს "მაქსიმალური თავშეკავებისკენ" მოუწოდა.

მოკლე განცხადებაში, გაეროს ლიდერმა აღნიშნა, რომ "დამწუხრებულია ძალადობის მზარდი ესკალაციის გამო რეგიონში" და დასძინა, რომ მეოფლიო "ვეღარ დაუშვებს ახალ ომს [სპარსეთის] ყურეში." ამ განცხადებას ამავე ემოციით გამოეხმაურნენ სხვა დიპლომატებიც პარასკევ დილით, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კარს მიღმა აგრძელებდნენ სირიაში არსებული სიტუაციის განხილვას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG