ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი პოპულიზმზე საუბრობს


გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პოპულისტი პოლიტიკოსები, როგორიცაა ჰოლანდიელი ნაციონალისტი გირტ ვილდერსი და ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი, მიმზიდველობის მოპოვების მცდელობისას შიშს და ისეთი სამყაროს შექმნის დაპირებას იყენებენ, რომელიც არასდროს არსებულა.

ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა გუშინ ჰააგაში თქვა, რომ მათი „ნახევრად სიმართლეზე და ზეგამარტივებაზე“ დაყრდნობა კომუნიკაციის ისეთი ტაქტიკაა, როგორსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ თავის პროპაგანდაში იყენებს.

ზეიდმა კომენტარი ვილდერსზე გააკეთა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩართულია მოწოდება, რომ ჰოლანდიაში ისლამური ქვეყნებიდან იმიგრაცია აიკრძალოს, დაიხუროს მეჩეთები, ისლამური სკოლები და ყურანი კანონგარეშე გამოცხადდეს.

ვილდერსმა პასუხად ზეიდს იდიოტი, ხოლო თვით გაეროს „გროტესკული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG