ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავშირი ძალადობასა და "ლგბტ"-ს კრიმინალიზაციას შორის


გაეროს სპეციალური გამომძიებელი ხუან მენდესი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი კავშირი არსებობს ლესბოსური, გეი, ბისექსუალური და ტრანსგენდერული ურთიერთობების კრიმინალიზაციასა და სიძულვილის დანაშაულის რაოდენობას, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ამ ჯგუფების წინააღმდეგ სტიგმების ჩამოყალიბებას შორის.

“ამ კატეგორიის პატიმრებს ხშირად აწამებენ, როგორც ციხეში ასევე ციხის გარეთ. მსოფლიოში დღეს 76 ქვეყანა კანონით კრძალავს ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფლობით სქესობრივ კონტაქტს კერო გარემოშიც კი.”

მენდესი ამბობს, რომ გენდერზე დაფუძნებული ძალადობა მსოფლიოს ყველა რეგიონში ხდება მიუხედავად იმისა განვითარებადია ქვეყანა თუ არა. თუმცა მან დასძინა, რომ იმ ქვეყნებში სადაც ლგბტ ადამიანების უფლებები კანონითაა დაცული მსგავსი შევიწროება ნაკლები სიხშირით ხდება.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ ციხეების ინფრასტრუქტურა ამ თემის საჭროებებთან შეუსაბამოა.

“მათ ან საერთო მოსახლეობასთან უშვებენ, სადაც ისინი სხვა პატიმრების მსხვერპლი ხდებიან, ან მათ „დაცვის“ მინის მიღმა, იზოლაციაში ამყოფებენ როცა ეს ადამიანები დაცვას არ ითხოვენ.”

კვლევების თანახმად, ქალები მსოფლიოში პატიმრების 2-დან 9 პროცენტს შეადგენენ. მენდესისი თქმით, მათი 80 პროცენტი დედაა. ციხეების უმრავლესობა კაცებზეა გათვლილი და მაში შიდა ინფრასტრუქტურა ქალების საჭიროებებს არ ითვალისწინებს.

მენდესი ასევე ამბობს, რომ ქალების დიდი რაოდენობა ასევე არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ეს პრობლემა იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია. ქალების 35 პროცენტი რაღაცა სახით ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

XS
SM
MD
LG