ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო მოითხოვს, რუსეთმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური დატოვოს


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხუთშაბათს მოსთხოვა რუსეთს „სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო და სხვა არასანქცირებული პერსონალი“ უკრაინის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან და დააბრუნოს იგი უკრაინის ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ.

193 წევრისგან შემდგარმა გენერალურმა ასამბლეამ 99 ხმით, 9-ის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. 60-მა წევრმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

ზაპორიჟიის ქარხანა, ყველაზე დიდი ევროპაში, რუსეთმა მას შემდეგ აიღო, რაც 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში. ატომური ქარხანა ახლა დახურულია მაგრამ ელექტროენერგია სჭირდება, რათა ბირთვული მასალა ცივად შეინარჩუნოს და დნობა თავიდან აიცილოს.

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის ელჩმა გაეროში სერჰი კისლიცამ მოუწოდა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას და თქვა: "ჩვენ ეს გვმართებს მომავალი თაობების წინაშე. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული კატასტროფების საშინელება არ განმეორდეს".

ომის განმავლობაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ქარხნის დაბომბვაში და ელექტროგადამცემი ხაზების გათიშვაში. უკრაინამ უარყო რუსეთის ბრალდებები და განაცხადა, რომ ის არ უტევს ბირთვულ ობიექტებს.

XS
SM
MD
LG