ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: 9 444 მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დადასტურებული მსხვერპლია


Russia Ukraine War 500 Days Photo Gallery
Russia Ukraine War 500 Days Photo Gallery

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, 9 444 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი დაადასტურა. დაღუპულთა შორის 545 ბავშვია. ინფორმაცია ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გაავრცელა.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, 16 940 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის 1 126 ბავშვია.

მიიჩნევა, რომ დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა, ოფიციალურად დამოწმებულ მონაცემებზე გაცილებით მეტია. გაერო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს სრული მონაცემები რეგიონებიდან, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასთან, დაღუპულთა შესახებ მიღებული ბევრი ცნობა ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.

ომის დანაშაულები - როგორი იქნება ახალი ტრიბუნალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:45 0:00
XS
SM
MD
LG