ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ღაზაში საომარი ვითარებაა


გაერთიანებული ორგანიზაციის (გაერო) გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ძალადობის ესკალაცია საშიშ დონეს აღწევს და "საომარ ვითარებას ქმნის". გუტერეში ისრაელის მთავრობას და დაჯგუფება "ჰამასის" მმართველებს მოუწოდებს დაიცვან 2014 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

გენერალური მდივანი "შოკის მომგვრელს" უწოდებს ისრაელის მიერ ცეცხლის გამოყენებას.

"დემონსტრაციების დროს ბავშვების მკვლელობები, ასევე ჟურნალისტების და სამედიცინო პერსონალის მკვლელობები არის მიუღებელი. მათ უნდა შეეძლოთ პროფესიული საქმიანობის შესრულება სიკვდილის შიშის გარეშე", ნათქვამია გაეროს გენ. მდივნის ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წარედგინა.

გუტერეში ასევე აცხადებს, რომ "ჰამასის" და სხვა დაჯგუფებების ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პალესტინელებს და ისრაელელებს, არამედ "ღაზის სექტორის მომავალს". ამის მაგალითად გუტერეშს ღაზა-ისრაელის საზღვრის მიმართულებით რაკეტების გასროლა მოჰყავს.

"ცალსახად ვგმობ ნებისმიერი მხარის მსგავს ქმედებებს, ეს ვითარებას უფრო ძაბავს და სახიფათოს ხდის", ამბობს გუტერეში.

მას შემდეგ, რაც ისრაელი-ღაზის საზღვარზე თითქმის ერთ-კვირიანი აქციები დაიწყო, დაღუპულია 120 და დაჭრილია 3 800-მდე პალესტინელი. ღაზის წარმომადგენლების ცნობით, დაღუპულების დიდი უმრავლესობა შეუიარაღებელი იყო.

დემონსტრანტები იმ 700 ათასამდე პალესტინელის შთამომავლების "დაბრუნების უფლების" მოთხოვნით გამოვიდა, ვინც ისრაელმა 1948 წლის ომის დროს გააძევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG