ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს დებატებში სტადიონზე დაუპირისპირდნენ


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, ორი კანდიდატი-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პოლიტიკოსად გარდაქმნილი კომიკოსი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს კიევის “ოლიმპიურ სტადიონზე” ღია დებატებში დაუპირისპირდა. ორკვირიანი დავის შემდეგ, კანდიდატები საბოლოოდ შეთანხმდნენ დებატების დროსა და ადგილზე. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დებატები მიღებული ფორმაა, თუმცა ამ დრომდე ის სპორტულ არენაზე არ გამართულა.

სტადიონი ორივე კანდიდატის ათასობით მხარდამჭერით იყო სავსე და ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა. დებატები ეკონომიკურ მდგომარეობას, კორუფიცას და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ომს შეეხო.

წინასაარჩევნო გამოკითხვებში, პეტრო პოროშენკო ზელენსკის ჩამორჩება. ეს მისი უკანასკნელი შანსი იყო საკუთარი მხადაჭერა გაეზარდა. “ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, ვიდრე მთლიანად დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში”, - თქვა პოროშენკომ.

ზელენსკი შეეცადა საკუთარი უპირატესობა მისი პოლიტიკური წარსულის არქონაზე ხაზგასმით ეჩვენებინა. „მე უბრალოდ ადამიანი ვარ, უბრალო ადამიანი, რომელიც მოვიდა სისტემის გასანადგურებლად“, - თქვა ზელენსკიმ და პრეზიდენტი პოროშენკო მისი სიმდიდრის გამო გააკრიტიკა. „როგორ მოხდა, რომ უკრაინა ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ყველაზე მდიდარი პრეზიდენტით?“

დებატების განმავლობაში, პოროშენკო ცდილობდა ყურადღება მიეპყრო ზელენსკის კავშირებზე უკრაინელ ოლიგარქ იგორ კალამოისკისთან. კალამოისკი იმ უკრაინული ტელეარხის, „1+1“-ის მფლობელია, რომელზეც ზელენსკის ტელეშოუ „ხალხის მსახური“ გადიოდა. ზელენსკი სწორედ ამ შოუთი გახდა პოპულარული, სადაც ის მასწავლებელს თამაშობდა, რომელიც პრეზიდენტი ხდება და უკრაინის პოლიტიკურ ელიტას უპირისპირდება.

საპასუხოდ ზელენსკი პრეზიდენტს იმის საფუძველზე აკრიტიკებდა, რომ თავადაც უკრაინული ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის ნაწილია. მოდერატორებმა კანიდატებს უფლება მისცეს ერთმანეთისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიემართათ.

„გრცხვენიათ?“, - კითხა ზელენსკიმ პოროშენკოს.

„არა, რადგან უკრაინით ვამაყობ. გააკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენი მეგობრები, როგორიცაა კოლომოისკი, გამოძიებულნი და დაპატიმრებულნი იქნან?“, - უპასუხა პოროშენკომ.

„დიახ“, - თქვა ზელენსკიმ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დებატებს ფონად გასდევდა, უკრაინის აღმოსავლეთში რუსული აგრესია იყო. დებატები სტადიონზე შეკრებილი მხარდამჭერების და კანდიდატების მიერ ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

არჩევნების პირველ ტურში 31 მარტს პოროშენკომ ხმების 16 პროცენტი მიიღო, ხოლო ზელენსკიმ 30. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG