ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა უკრაინაზე შეფასებებს აკეთებს


დავით უსუფაშვილი: ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს, რომ მოხდეს მათი თავისუფალი არჩევნის რეალიზება და ერთად გავაგრძელოთ სვლა დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროსკენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თბილისი „შეშფოთებით“ ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეძლებენ ვითარების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას.

მინისტრის თქმით, „საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს ვერაფერი, მათ შორის, ვერც კიევში მიმდინარე მოვლენები.“

პარლამენტის თავმჯდდომარე დავით უსუფაშვილმა თქვა:

„ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს, რომ მოხდეს მათი თავისუფალი არჩევნის რეალიზება და ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სვლა დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროსკენ. ვიმედოვნებ, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს კიევში, დასრულდება მშვიდობიანად, უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად.“
XS
SM
MD
LG