ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში არჩევნების შედეგები გააპროტესტეს


კიევში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ 2,000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა

უკრაინის საარჩევნო კომისიის განცხადებით, რამდენიმე რაიონში გასულ თვეში ჩატარებული არჩევნების შედეგები უნდა გადაითვალოს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უკრაინის ოპოზიციამ ახალი პარლამენტის არჩევნების შედეგები გააპროტესტა.

ორშაბათს, კიევში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ, 2000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა. პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ორშაბათს, ღამით, საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ 28 ოქტომბერს უკრაინის ხუთ უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა მოხდა და ამიტომაც ამ უბნებზე ხელახალი არჩვენები უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG