ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის აღმოსავლეთში ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


პრო-რუსი სეპარატისტი, 29 ოქტომბერი, 2015
პრო-რუსი სეპარატისტი, 29 ოქტომბერი, 2015

უკრაინელი სამხედროების განცხდებით, უკრაინის აღმოსავლეთში ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. შაბათს მომხდარი ინციდენტი ორი თვის წინ მიღწეული ცეცხლის შეწყვტის შეთანხმების შემდეგ ყველაზე დიდი მსხვერპლით დასრულდა.

შეიარაღებული დაპირისპირება სექტემბრის შემდეგ შემცირდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა.

უკრაინელი სამხედროების წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ აღნიშნა, რომ 4 მეომარი დაშავებულია.

სეპარატისტების ოფიციალურმა წარმომადგენელმა შაბათს მეამბოხეების საინფორმაციო სააგენტოსთან განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მათ ტანსაწინააღმდეგო ჭურვებით დაუპირისპირდნენ დონეცკის აეროპორტთან და ქალაქ ჰორლივკასთან. ​

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ორივე მხარე ვალდებულია იარაღი ომის წინა ხაზიდან გაიყვანოს. სამშვიდობო გეგმა იმ კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად, რომელმაც რვა ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 2014 წლის აპრილის შემდეგ.

XS
SM
MD
LG