ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ლიეტუვაში "სამი ზღვის სამიტში" მონაწილეობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ვილნიუსი ხუთშაბათს "სამი ზღვის სამიტს" მასპინძლობს. სტუმრებს შორის არიან ცენტრალური ევროპის ათამდე ქვეყნის წარმომადგენლები - პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის და სხვა სახელმწიფოების ლიდერები. განხილვების თემა რუსული აგრესია და უკრაინაში მიმდინარე ომია.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ვილნიუსში ჩასვლის შესახებ თავდაპირველად თვითონ დაწერა "X"-ზე, ჯერ ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა, ლიეტუვასთან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულების გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გააფორმა მსგავსი შეთანხმება ლატვიასთანაც, რომელმაც პირობა დადო, რომ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 %-ს 10 წლის განმავლობაში უკრაინას დაუთმობს მათ შორის კიბერ-უსაფრთხოების, განაღმვისა და უპილოტო ტექნოლოგიების მიმართულებით.

:უმთავრესი საკითხი ახლა არის ყველა ძალისხმევის გაწევა საიმისოდ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტენები გავაძლიეროთ, ვუპასუხოთ უკრაინის თავდაცვის ძალების გადაუდებელ საჭიროებას და ასევე შევძლოთ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება იმისთვის, რომ რუსულ ტერორს დავუპირისპირდეთ", - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.

XS
SM
MD
LG