ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი შეშფოთებულია კიევში ავტომატური იარაღის გამოყენების გამო


თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ დღეს განაცხადა, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ ავტომატური იარაღის გამოყენებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

თეთრი სახლი, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანოს უსაფრთხოების ძალები კიევის ცენტრიდან და დაიცვას მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებები. თეთრმა სახლმა აქვე დემონსტრანტებს მოუწოდა პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვა უზრუნველყონ. "ძალის გამოყენება კონფლიქტს არ მოაგვარებს არამედ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადაიდგას და კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირება უნდა იქნას უზრუნველყოფილი,"-ნათქვამია პრეს რელიზში.

"ამერიკა და ევროპელი მოკავშირეები პასუხისმგებლობას დააკისრებენ ძალადობის ორგანიზატორებს და ამასთან, უკრაინელ ხალხს დაეხმარებიან დამოუკიდებელი და ერთიანი უკრაინისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობის გზაზე"-ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG