ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირსკის თქმით, უკრაინული ძალები "აქტიურ თავდაცვაშია"


ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლექსანდრ სირსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის სახმელეთო ჯარები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია თავდაცვაზე , - 1000 კმ სიგრძის ფრონტის ხაზზის გასწვრივ. თუმცა, მათ აქვთ შეტევითი უნარებიც, განაცხადა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ.

გასული კვირის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ ისაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ ცვლილებებზე, რამაც უკრაინის მნიშვნელოვანი გარღვევის იმედებიშეამცირა. უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის მიმართ თავდაპირველი ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვამ და გამაგრებულმა პოზიციებმა, უკრაინის პროგრესის შეჩერება დიდწილად მოახერხა.

„ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება... მტრის გადაღლა მაქსიმალური დანაკარგების გზით“, - განუცხადა სირსკიმ, უკრაინის ნომერ მეორე მეთაურმა, ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა.

რუსეთი აღმოსავლეთ ფრონტის გასწვრივ ზეწოლას მრავალი მიმართულებით ახორციელებას, თქვა სირსკიმ, რათა დონბასის ინდუსტრიულ რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარონ, მიუხედავად პერსონალის და მარაგების დიდი დანაკარგისა.

რუსეთი ასევე ცდილობს დაიბრუნოს ის ტერიტორია, რაც დაკარგა სამხრეთში, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, დასძინა მან.

უკრაინის ჯარები, თავის მხრივ, მცირე კონტრშეტევებს ახორციელებს, რასაც სირსკიმ "აქტიური თავდაცვა" უწოდა, რომელიც მტერს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

ორივე მხარე შეზღუდულად მოქმედებს, რაც საბრძოლო მასალის შენახვისა და პერსონალის დაცვის მიზეზებითაა განპირობებული. მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა ბრძოლის განმავლობაში სწორად რეაგირება და დანაკარგების შეჩერება ისწავლა.

”ბატალიონის დონეზე თავდასხმები დიდი იშვიათობაა”, - თქვა სირსკიმ და დასძინა, რომ დრონების ფართო გამოყენებამ ტაქტიკის შეცვლა გამოიწვია.

სირსკიმ თქვა, რომ გასული წლის განმავლობაში, "ელექტრონული ომი" გაძლიერდა. უპირატესობის მოსაპოვებლად, უკრაინულ ძალებს უფრო დიდი რაოდენობით მოწინავე დრონების კომპლექტი სჭირდება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სიხშირეზე მუშაობს.

უკრაინა აცხადებს, რომ მას არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა თავდასხმების სასურველი დონის შესანარჩუნებლად და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, საბრძოლო მასალის კიევისთვის მიწოდების კუთხით მეტი გააკეთონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG