ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიდეო, რომელმაც რუსეთს პროპაგანდის ამუშავებისკენ უბიძგა


ორ წუთიანი ვიდეო, როემლიც ბრიტანელმა ოპერატორმა გრემ მიჩელმა კიევში ადგილობრივ სტუდენტ იულია მარუშევსკას გადაუღო, ხსნის იმას, თუ რატომ გამოვიდა ხალხი კიევის ქუჩებში.

„ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს. მათ დიქტატურისგან თავისუფლება სურდათ, თავის დაღწევა სურდათ იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხალხს ესვრიან, სცემენ მხოლოდ იმისთვის, რომ ფოლი მოაგროვონ, სახლები იყიდონ, ძალაუფლება მოიხვეჭონ,“ ამბობს იულია.

მარუშევსკამ ამერიკის ხმას უთხრა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა არ არის. ეს ბრძოლაა ადამიანის უფლებებისთვის.

„მათ ესმოდათ, რომ მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ არ იბრძოდნენ. მათ ნორმალური სოციალური გარემო, ნორმალური ცხოვრება, ღირებულებების ქონა სურთ.“ მარუშევსკა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დემონსტრაციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს დაშლაზე.
მარუშევსკა ამბობს: „ჩემი ზარით, ხალხი ცდილობდა გაეგო ის, თუ რატომ მიდიოდა ხალხი დემონსტრაციებზე და რატომ იყო მზად თავის შესაწირად. ეს მთელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი შეკითხვაა.“

კალიფორნიაში დაფუძნებული რეჟისორი ბენ მოსისი ამბობს, რომ მარუშევსკას ვიდეოს 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა იუტუბზე. მისი თქმით, ვიდეო კლიპი ასეთი მიმზიდველი იმის გამოა, რომ მარუშევსკა უშუალო და გულახდილია:

„ეს ვიდეო იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ რუსებმა საკუთარი პროპაგანდის მანქანა აამუშავეს მის წინააღმდეგ და ხალხისთვის იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ის მეძავია.“

მარუშევსკა აცხადებს, რომ მისი პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი თქმით, მცოლოდ რევოლუცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინაში პოლიტიკიდან კორუფცია აღმოიფხვრას.
უკრაინაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. მარუშევსკა ამბობს, რომ სამშობლოში დემოკრატიის დანახვა სურს, ნამდვილი დემოკრატიის და არა მოჩვენებითი სისტემისა, რომელიც უკრაინაში აქამდე იყო.
XS
SM
MD
LG