ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ბრძოლა კორუფციასთან: რომან ნასიროვის საქმე


რომან ნასიროვი შეუძლოდ იყო და სასამართლოზე შაბათს ექიმის თანხლებით გამოცხადდა.
რომან ნასიროვი შეუძლოდ იყო და სასამართლოზე შაბათს ექიმის თანხლებით გამოცხადდა.

რომან ნასიროვის საქმის განხილვას, ბევრი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სამსახურის ქმედითუნარიანობის შესაფასებელ, ერთგვარ, გამოცდად მიიჩნევს. შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მთავარი ეჭვმიტანილია გახმაურებულ კორუფციის სკანდალში, რომელიც დაახლოებით 74 მილიონი დოლარის ოდენობის ქონების მისაკუთრებას ეხება.

ორშაბათს კიევის სასამართლომ ნასიროვს გირაოს სახით 3.7 მილიონი დოლარის გადახდა განუსაზღვრა. გადაუხდელობის შემთხვევაში, ის წინასწარი გამოძიების პერიოდში, ორი თვით დაკავებული იქნება. “საქმე უნიკალურია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, როცა ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე ყოფილ ოფიციალურ პირს კორუფციის ბრალდება წაუყენეს” - აცხადებს დარია კალენიუკი, უკრაინის ანტიკორუფციული ქმედების ცენტრის დირექტორი.

XS
SM
MD
LG