ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, დიდი შვიდეულის ლიდერებთან ონლაინ შეხვედრის ჩატარება და ავღანეთის საკითხის განხილვა სურს. ინფორმაციას პრემიერის აპარატი ავრცელებს. ისინი ამბობენ, რომ ბრიტანეთის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, უკვე ისაუბრეს ამ თემაზე.
"ორივე ლიდერმა გამოიყენა თავისი მრავალმხრივი გავლენა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა, შეიმუშაონ ერთობლივი მიდგომა ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად",- წერია განცხადებაში, რომელიც დაუნინგ სთრითმა გაავრცელა.
პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ჯონსონმა "ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების საკითხზე ერთობლივი საერთაშორისო სტანდარტების შექმნის აუცილებლობას, რომლითაც მომავალში, თალიბანის ნებისმიერი მთავრობა ვალდებული იქნება პასუხი აგოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
პრემიერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ ამ საკითხების განსახილველად დიდი შვიდეულის ლიდერებს ვირტუალურ შეხვედრაზე პირველი შესაძლებობისთანავე მიიწვევს.