ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ კორბინს წევრობა შეუჩერა


ბრიტანეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, მის ყოფილ ლიდერს, ჯერემი კორბინს, წევრობა შეუჩერა. მას შემდეგ რაც კორბინი ეცადა, რომ ბრალდება, რომ პარტია არაკანონიერ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში მონაწილეობდა, სხვებზე გადაებრალებინა.

ბრიტანეთის თანასწორობის და ადამიანის უფლებების კომისიამ, გამოძება 2019 წლის მაისში დაიწყო, მას შემდეგ რაც ლეიბორისტულ პარტიაში ანტისემიტიზმის შესახებ საჩივრები მიიღო.

კომისიამ დაადგინა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ თანასწორობის აქტი სამ ნაწილში დაარღვია, მათ შორის ანტისემიტიზმის საჩივრებზე არაადეკვატური რეაგირებით და პოლიტიკური ჩარევით.

ანგარიში ამბობს, რომ მისი მიგნებები აჩვენებს, რომ „პარტიის შიგნით კულტურა საუკეთესო შემთხვევაში არ იყო საკმარისი ანტისემიტიზმის თავიდან ასარიდებლად, და უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მას ეთანხმებოდა კიდეც“.

კორბინმა პასუხად განაცხადა, რომ ის ეცადა პარტიის შიგნით ცვლილებების განცხორციელებას ანტისემიტიზმის გამოსარიცხად. თუმცა თავად კორბინის ბევრი განცხადება წარსულში მოექცა ყურადღების ქვეშ, როგორც ანტისემიტური.

ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ კორბინი გამოძიიების ქვეშაა და რომ ის აღარ განიხილება, როგორც პარტიის წევრი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG