ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი, შოლცი და სტამერი ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ


ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ რეგიონში დაძაბულობის გამწვავებისგან. ევროპელი ლიდერები მხარეებს მოუწოდებენ ძირი არ გამოუთხარონ ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესაძლებლობას. ერთობლივი განცხადება ბრიტანეთის მთავრობამ ორშაბათს გაავრცელა.

ქვეყნების მეთაურები ამბობენ, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, "ჰამასმა" ჯერაც დაკავებული მძევლები უნდა გაათავისუფლოს, ღაზის მოსახლეობამ კი შეუფერხებლად და სასწრაფოდ უნდა მიიღოს საჭირო დახმარება.

საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერები ასევე მიესალმებიან კატარის, ეგვიპტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას და უერთდებიან მოლაპარაკებების განახლების თაობაზე მოწოდებებს.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რეგიონში გაძლიერებული დაძაბულობით და ერთობლივად ვემხრობით დეესკალაციასა და რეგიონულ სტაბილურობას. ამ კონტექსტში, კონკრეტულად, მოვუწოდებთ ირანსა და მის მოკავშირეებს თავი შეიკავოს იმ თავდასხმებისგან, რომელიც კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს რეგიონულ დაძაბულობაში და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას. ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტი ესკალაციით, ვერც ერთი ქვეყანა ვერაფერს მოიგებს", - ამბობენ პრეზიდენტი მაკრონი, კანცლერი შოლცი და პრემიერი სტამერი ერთობლივ მიმართვაში.

XS
SM
MD
LG