ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი იანუკოვიჩი ევროკავშირის სამიტს დაესწრება


ევროკავშირის ლიდერები რუსეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით უკრაინა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ევროკავშირის სამიტს მაინც დაესწრება.
დღეს პრემიერ მინისტრმა მიკოლა აზაროვმა გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი სამიტზე დასასწრებად ლიტვის დედაქალაქში მიემგზავრება, სადაც რუსეთს, უკრაინას და ევროკავშირს შორის უკრაინის ეკონომიკაზე შესაძლოა მოლაპარაკებები გაიმართოს.

პრემიერ მინისტრის განცხადებით:

„ჩვენ არ გვსურს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ბრძოლის ველად ვიქცეთ. უბრალოდ გვინდა, რომ ევროკავშირთან და რუსეთთანაც კარგი ურთერთობა გვაკავშირებდეს . გვსურს, რომ ეს ურთიეირთობები განვითარდეს.“

ევროკავშირის ლიდერები რუსეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, რუსეთი ცდილობს უკრაინამ ევროკავშირის სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა გადაავადოს.
XS
SM
MD
LG