ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებიდან 85% ევროპასა და აშშ-ში დაფიქსირდა. ამათგან 40% აშშ-ში გამოვლინდა. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ აშშ-ში ვირუსი სწრაფი გავრცელება შეინიშნება. ამიტომ არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს.
„ჩვენ ახლა ვხედავთ, დადასტურებული შემთხვევების სწრაფ გამოვლენას. ამრიგად, აშშ-ს აქვს პოტენციალი გახდეს ვირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრი.“ - ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მთელს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 334 981 და გარდაცვალების 14 652 შემთხვევა ფიქსირდება.