აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ „ვირჯინ გალაქტიკს“, კუთვნილი „სფეისშიპ 2“-თ ფრენა აუკრძალა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ხუთშაბათს გახდა. აკრძალვის გადაწყვეტილება იმოქმედებს იქამდე, ვიდრე ფედერალური სააგენტო არ დაასრულებს გამოძიებას, რათა დადგინდეს, იმოქმედებს თუ არა „სფეიშიპ 2“-ით „ვირჯინ გალაქტიკის“ ფრენები, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე.
გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ იძიებს „ვირჯინ გალაქტიკის“ სარაკეტო თვითმფრინავის შესაძლო ხარვეზებს. საუბარია, 11 ივლისს, ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კოსმოსურ მოგზაურობაზე.
„სფეიშიპ 2 გავიდა საჰარო მოძრაობის კონტროლის ნებართვის ზონიდან, როდესაც ის ამერიკულ კოსმოსურ პორტში დაბრუნდა“ - აცხადებს ადმინისტრაცია.
ამერიკული ფედერალური ადმინისტრაციის განცხადების საპასუხოდ, „ვირჯინ გალაქტიკში“ აცხადებენ, რომ განიხილავენ მომხდარ ინციდენტს და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ მოხდეს შემდეგომ მისიებში, მსგავსი შემთხვევების პრევენცია.
ოთხშაბათს, „ვირჯინ გალაქტიკმა“ განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის დასაწყისამდეპერიდოში, ნიუ-მექსიკოში მდებარე ამერიკული კოსმოსური პორტიდან შემდეგ ფრენას გეგმავდა.
Facebook Forum