აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა საბჭომ, ანონიმურობის წესის დაცვით, მხარი დაუჭირა „მოდერნას“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერს, ანუ გამაძლიერებელ დოზას. საუბარია 65 წლის და მეტი ხნის ამერიკელებზე, ასევე ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე.
თუ მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციას დღეს FDA ხელს მოაწერს, „მოდერნას“ ბუსტერის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) გასცემს. CDC-ში დამოუკიდებელ მრჩეველთა შეხვედრა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.
FDA-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი აჩვენებს, რომ „მოდერნას“ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა, ეფექტურად ზრდის დამცავი ანტისხეულების რაოდენობას. მოდერნა ცდილობს მიიღოს ავტორიზაცია ბუსტერზე, რომელიც ვაქცინის 50 მიკროგრამს შეიცავს. ეს მისი რეგულარული დოზის სიძლიერის ნახევარია.
Facebook Forum