ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი 2 მოსწავლე კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია


სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი მოსწავლე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. 13 წლის ბიჭმა, მამამისის კუთვნილი 2 იარაღით 8 მოსწავლე და სკოლის დაცვის თანამშრომელი მოკლა.

დაჭრილია ერთი მასწავლებელი და 6 მოსწავლე. ისინი ყველანი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

"გოგონას მდგომარეობა, რომელსაც თავზე არსებული ჭრილობების გამო, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, კვლავ კრიტიკულია და ის რეანიმაციურ განყოფილებაში რჩება",- უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა.

კლინიკის დირექტორმა კომენტარი გააკეთა მეორე მოსწავლის შესახებაც, რომელიც ასევე კრიტიკულ მდოგმარეობაში იმყოფება. ექიმის თქმით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უმჯობესდება, მაგრამ კვლავ კრიტიკულია. დანარჩენი მოსწავლეებისა და მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი, კვლავ კლინიკაში რჩებიან.

XS
SM
MD
LG