ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ნავალნის ორი მოკავშირე დააკავეს


რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხადამჭერი ორი ატივისტი დააკავეს. ამის შესახებ ნავალნის თანაგუნდელი, ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს. მისი თქმით დაკავებულებს შესაძლოა ექსტრემიზმის ბრალდება შეუფარდონ, რაც ხანგრძლივად თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო თვეებში აქტიური ზეწოლა მიიტანა ნავალნისთან დაკავშირებულ ჯგუფებზე. ამ ფონზე, თავად ნავალნი ციხეში ორნახევარი წლით სასჯელს იხდის, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკურად არის მოტივირებული.

ვოლკოვის თქმით, ის პირადად ცდილობდა აქტივისტების, ქსენია ფედეევასა და ზახარ სარაპულოვის დარწმუნებას, რომ ისინი რუსეთიდან წასულიყვნენ, თუმცა მათ ამაზე უარი თქვეს.

პარალელურად, სამშაბათს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, ქვეყანაში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი ჯგუფის "მემორიალის" ლიკვიდაციის ორდერი გამოსცა. გადაწყვეტილება იმ კანონის საფუძველზეა მიღებული, რომელიც ჯგუფებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG