ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამართლებს თუ არა "ტვიტერ-დიპლომატია"?


ახალი კვლევა "ტვიტერ-დიპლომატიის" ეფექტურობაზე საუბრობს.

საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპანია „ბურსონ მარსთელერის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა ორი მესამედი მიკრო ბლოგ ტვიტერს იყენებს. ზოგიერთ მათგანს უკვე მიმდევრების დიდძალი რაოდენობაც ყავს. ამერიკის პრეზიდენტს, 17 მილიონი, ვენესუელის პრეზიდენტს კი სამ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ გამოჩენილი ლიდერები ტვიტერში აქვეყნებენ სტატუსებს და სხვადასხვა ინფორმაციას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვები, ტვიტერის გარეთ ამ იდეებს უსმენენ და იზიარებენ.

კვლევის თანახმად, ბარაკ ობამას თვითერის ანგარიშს მსოფლიოს ლიდერების და მთავრობების მხოლოდ ერთი მეუთხეი მისდევს. საინტერესოა, რომ თეთრი სახლის ტვიტერის გვერდიც კი არ მიჰყვება, ან სხვანაირად- მისდევს, ამერიკის პრეზიდენტის გვერდს და ამერიკის პრეზიდენტი კი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლიდერს ემეგობრება ტვიტერში.

სწორედ ამგვარმა ურთიერთგამომრიცხავმა შემთხვევებმა „ბურსონ მარსთელერი“ დაარწმუნა, რომ ტვიტერდიპლომატიას არ შესწევს უნარი ტრადიციული დიპლომატია ჩაანაცვლოს.

ამ მოსაზრებასვე ეთანხმება ვაშინგტონში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი ჯეიმს კარაფანო.
„ტვიტერი ვერასდროს იქნება ტრადიციული დიპლომატიის შემცვლელი. ეს სისულელეა,“- ამბობს ის და დასძენს, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასორმოც სიტყვიანი გზავნილი ახერხებს მსოფლიოში არსებული პრობლემების დარეგულირებას, მაშინ საზოგადოება უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგას. კარაფანოს განცხადებით, ტვიტერი ნამდვილად არ იყო შექმნილი დიპლომატიისთვის, და რომ სოციალური მედიის ეს ქსელი უბრალო დისკუსიასაც კი ვერ უწყობს ხელს.

ექსპერტმა დაწერა წიგნი, რომელიც წელს გამოიცა, სათაურით: „ვიკის ომი: კონფლიქტი სოციალური ქსელებით გაჯერებულ მსოფლიოში.“
კარაფანო ხსნის, თუ როგორ ახერხებს სოციალური მედიის მომხმარებელი კომუნიკაციას „მაუწყებლის რეჟიმში“. ტვიტერის შემთხვევაში, მსოფლიოს ლიდერები ამ ქსელში აგზავნიან შეტყობინებებს, მაგრამ სინამდვილეში არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს და ქსელის სხვა მომხმარებელს. ექსპერტის განცადებით, აღნიშული პრაქტიკა დიპლომატიისთვის წამგებიანია, და მას მხოლოდ მეორეხარისხოვანი დატვირთვა აქვს ჭეშმარიტი რეზულტატების მისაღწევად.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მაშინ როდესაც დიპლომატია ახალ ტექნოლოგიებთან ახდენს ადაპტირებას, ლიდერებს უფრო ეფექტური გზების გამონახვა მართებთ როცა სოციალურ მედიაში ამყარებენ კავშირებს. და მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერის მოხმარება კიდევ უფრო იზრდება, ტრადიციულ დიპლომატიას გაქრობის საფრთხე სულაც არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG