თურქული ლირა ორშაბათს მცირედით გამყარდა. თუმცა, მანამდე ფინანსთა მინსტრმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია შესაძლოა 40%-მდე გაიზარდოს. ექსპრეტების გათვლით, ეს მაჩვენებელი ინფლაციის მოსალოდნელ დონეზე დაბალია.
თურქეთის ცენტრალურ ბანკი ინფლაციის კვარტალურ ანგარიშს ხუთშაბათს წარმოადგენს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბაზრის ყურადღების ცენტრში კვლავ მზარდი ფასები დარჩება.
გასული თვის სავალუტო კრიზისის გათვალისწინებით, ეკონომისტები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქული ლირის ინფლაცია 50%-ს მიაღწევს.
ეს პროგნოზი განსხვავდება ფაინასთა მინისტრის ოფიციალური პროგნოზისგან. ნურედინ ნაბატი, ინფლაციის 10%-ით ნაკლებ მოსალოდნელ მაჩვენებლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის, ეს მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდება.