8 ადამიანი შეიწირა თურქეთის საკურორტო ზოლთან მდებარე ველურ ბუნებაში გაჩენილმა ხანძრებმა. ქვეყნის სამხრეთში ხანძრები უკვე მე-6 დღეა მძვინვარებს და ტურისტებს პოპულარული დასასვენებელი კურორტების დატოვებას აიძულებს. მსგავსი მასშტაბის ხანძარი ქვეყანაში სულ ცოტა, ბოლო 10 წელი არ ყოფილა.