შეერთებულმა შტატებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორი თურქი ჯარისკაცების მკვლელობა დაგმო.
ამერიკაში ბაზირებული მონიტორინგის ჯგუფის მიხედვით, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რომ სირიაში ორი სამხედრო სასიკვდილოდ დაწვეს.
ჯგუფ SITE-ის მიხედვით, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერნეტ აქტივობებს აკვირდება და იკვლევს, ვიდეო ალეპოშია გადაღებული.
ვიდეოს ავთენტურობა ჯერ-ჯერობით არ დამტკიცებულა.