ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის ახალი გეგმა


ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ცოტა ხნის წინ საკუთარ წინააღმდეგობას გაუსვა ხაზი ბლოკში ოფიციალური ანკარის მიერ გახმოვანებული გაწევრიანების სურვილით. ამით, ფაქტობრივად, შეჩერდა თურქეთის ამბიციების ხორცშესხმა. ცოტა ხნის შემდეგ, პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, დამკვირვებლების აზრით სატელევიზიო ინტერვიუში "დიპლომატიური აფეთქება" გამოიწია.

აღნიშნა რა, რომ თუ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას უახლოეს მომავალში წარმატება არ ექნება, თურქი ხალხი ალტერნატიულ ალიანსში წევრობაზე დაიწყებს ფიქრს.

"შანხაი-5 უკეთესი და უფრო ძლიერი კავშირია ვიდრე ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანება და თურქეთს მასთან საერთო ღირებულებები გააჩნია"- აღნიშნა ერდოღანმა.
პრეიერ მინისტრს მხედველობაშჲ ჰქონდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთს, ჩინეთს და ტაჯიკეთს, ისევე როგორც თურქულენოვან უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ყაზახეთს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG