თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებისას 12 ქურთი მეამბოხე და ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.
სამხედროების განცხადებით, ამბოხებულებმა ცეცხლი ორშაბათს ერაყის საზღვრის მხრიდან გახსნეს. თურქმა მესაზღვრეებმა ცეცხლითვე უპასუხეს, რის შედეგადაც 12 მეამბოხე და ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფ ქურთ მეამბოხეთა ლიდერს აბდულა ოჩალანს მოსალაპარაკებლად შეხვდნენ.ეს მთავრობის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იყო იმის, რომ 30 წლიანი დაპირისპირება ქვეყანაში დასრულდეს.
თურქეთის საზღვართან შეტაკება მოხდა
შეტაკებისას 12 მეამბოხე და ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა