ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობამ ისლამურ სახელმწიფოზე საჰაერო იერიში მიიტანა


თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო შეტევა განახორციელა.

პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით პარასკევს გამთენიისას სამმა თვითმფრინავმა თურქეთის მოსაზღვრე კილის პროვინცია კილისზე იერიში მიიტანა. განცხადების მიხედვით ისლამური სახელმწიფოს შტაბბინაზე 4 ბომბი ჩამოაგდეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა დავუთოღლუმ განაცხადა, რომ მთავრობა თურქეთზე თავდასხმებზე თავის დახუჭვას არ აპირებს.

„თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთის მთავრობის მითითებით 100 პროცენტიანი სიზუსტით წერტილოვანი იერიშ მიიტანეს და გაანადგურეს სამიზნეები. ჩვენი მესიჯი მარტივია, თურქეთი სათანადოდ უპასუხებს მის საზღვრებზე გაჩენილ ნებისმიერ საფრთხეს,“ განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ცნობით პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 250 ადამიანი დააკავა.

XS
SM
MD
LG